ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილა.
"გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი", - თქვა კობახიძემ.
მან დააზუსტა, რომ ეს ინფორმაცია "გაუთქმელობის პირობით" მიაწოდეს.
"ჩვენი ინფორმაციით, რაც მოგვეწოდა გაუთქმელობის პირობით, შედგა გარკვეული თათბირი, დაახლოებით 10-კაციანი, სადაც სერიოზულად განიხილეს ეს საკითხი. ძალიან მკაცრად ვაფრთხილებ ყველას - ხელი აიღონ ნებისმიერ ასეთ გეგმაზე, ნებისმიერ მცდელობაზე ისინი მიიიღებენ უმკაცრეს პასუხს, ეს არის ჩვენი პირობა მათ მიმართ", - დაამატა კობახიძემ.
მანამდე მან ისაუბრა, რომ ოპოზიცია რადიკალურ ნაბიჯებს განიხილავს, მათ შორის თანაგუნდელების მკვლელობას.
"ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია", - განაცხადა კობახიძემ.
ეს ბრალდება ქართულ ოცნებას ოპოზიციის მისამართით მანამდეც არაერთხელ გაუჟღერებია, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილს.