logo
ENG



კობახიძის მტკიცებით, ოცნებას მაღალი IQ-ის მქონე ამომრჩევლის 73.8% უჭერს მხარს

10 მაი 202410:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/4kboneb8fbr0ain.png
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაატარა კვლევა, რათა დაედგინა "ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს მმართველ პარტიას ინტელექტის დონის მიხედვით".
 
კობახიძის მტკიცებით, ოცნებას მაღალი IQ-ის მქონე ამომრჩევლის 73.8% უჭერს მხარს, საშუალო IQ-ს მქონე ამომრჩევლებში კი მხოლოდ 45.6%.
 
"ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ ქართულ ოცნებას მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი", - ამბობს კობახიძე.

close დახურვა