ახალგაზრდების პროტესტით დამარცხებული რუსული კანონის ავტორები, ახლა საჯარო სივრცეში გამოჩენას, მხოლოდ პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობით და გაძლიერებული დაცვის თანხლებით ბედავენ. განსაკუთრებული მობილიზება ცხადდება, ყველგან, სადაც ხელისუფლების წევრები გადაადგილებდა, მაგალითად - ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ იცავს ასობით პოლიციელი, ირაკლი კობახიძეს მაშინ, როცა ის სატელევიზიო ინტერვიუსთვის სახელისუფლებო არხს სტუმრობს და ახალგაზრდებს ემუქრება. დუსელდორფის უნივერსიტეტის მაგისტრი - ახლა არათუ პარლამენტში ან რუსულ პროპაგანდად ქცეულ ქართულ ტელევიზიებში, არამედ ლექციებზეც და საკუთარი სახლის ეზოშიც დაცვის თანხლებით დადის. შაბათის ფორმულაში გაჩვენებთ მტკიცებულებებს - როგორ გადაადგილდება ასობით პოლიციელის თანხლებით ირაკლი კობახიძე და როგორ ემსახურება მის ოჯახს, სახელმწიფო მანქანა. მაშინ, როცა კერძო კომპანიის ავტომობილის გამოყენებისთვის, მთავარი ახრის დირექტორი, ნიკა გვარამია უკვე 10 თვეა ციხეში ზის.