ჩვენ რომ ომში ჩავერთოდ, დეკემბერში სტატუსი გარანტირებული გვაქვს- ქართული ოცნება ხალხს პირდაპირ ეუბნება, რომ არაფერს გააკეთებს ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად. ომისა და სტატუსის ერთმანეთთან დაკავშირება - ივანიშვილის პარტიის მთავარი ხაზია. ფაქტებით დასტურდება, რომ ქართული ოცნების რიტორიკა მთლიანად რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებზეა აგებული. ომის თემით მანიპულირება და ანტიდასავლური გამოსვლები მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ კვლავ გრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობის შეგუებას ცდილობს, რომ სტატუსს არც დეკემბერში ელოდოს.
კობახიძისა და პრორუსული ჯგუფების ანტიდასავლური რიტორიკა
06 ივლ 202220:06
3 წუთის საკითხავი