logo
ENG



კობერიძე: ვაკის ამომრჩეველმა, ვისაც არც ოცნება უნდა და არც ენმ, რა პასუხი უნდა გასცეს ლელოს

13 აგვ 202015:19
3 წუთის საკითხავი
clock 1226
კობერიძე: ვაკის ამომრჩეველმა, ვისაც არც ოცნება უნდა და არც ენმ, რა პასუხი უნდა გასცეს ლელოს

ვაკეში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ ლელოს შეუძლია, მოსახლეობის დაკვეთა შეასრულოს და ქვეყანაში ცვლილებები მოიტანოს.

ტვ პირველის ეთერში კობერიძე სწორედ ასე ხსნის ლელოს მიერ ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატის ელენე ხოშტარიასთვის კონკურენტის დაყენებას. მისი თქმით, სხვაგვარად მოსახლეობისთვის გაუგებარი იქნებოდა, ასეთმა გუნდმა რატომ არ დააყენა დიდ ოლქში კანდიდატი.

"ძალიან მარტივად გეტყვით - ვაკის ამომრჩეველმა, რომელსაც არ უნდა არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა, მაშინ რა პასუხი უნდა გასცეს ლელოს, რომელიც შემოდის პოლიტიკურ ველზე და განაცხადს აკეთებს, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლის ამბიცია", - თქვა კობერიძემ.

ცნობისთვის, ვაკეში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ლელო ამ შეთანხმებაში არ მონაწილეობდა, ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ლელო კანდიდატს არ დააყენებდა, თუმცა გუშინ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ვაკეში კანდიდატად ლევან კობერიძე წარადგინა. 


close დახურვა