ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, რომ მართველ პარტიას და ქვეყანას სხვადასხვა სტრატეგიული გზა აქვთ არჩეული, რაც ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის.
„დღეს „ქართულ ოცნებას“ არ ესმის იმ წესების რასაც ჰქვია საერთაშორისო თანამეგობრობა , ევროპული ინტეგრაცია და ის გზა რომელიც აირჩია მთლიანად ქვეყანამ და არა ცალკეულმა პარტიამ, დღეს კუბილიუსის მოსმენის შემდეგ მე ვხედავ, რომ რეალურად არის აცდენა იმ ხედვებთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იცხოვროს საქართველომ, როგორ უნდა იქცეოდეს მისი ხელისუფლება თუ ქვეყანას არჩეული აქვს ის გზა რასაც ჰქვია ევროპასთან ინტეგრაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეს მენტალური კავშირი როგორ უნდა იყოს ერთმანეთან დამყარებული, ყველაზე დიდი პრობლემა ეს შეიძლება დავინახოთ იმ ციკლიდან და მიმართვებიდან რასაც ჩვენ ეს დღეებია ახალ ტალღად ვისმენთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.