logo
ENG



კობერიძე: ხუნდაძის კანონპროექტი ოცნებისთვის წინასაარჩევნო ხელჩასაჭიდია

22 მაი 202008:26
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" დიმიტრი ხუნდაძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს აფასებს. 

კობერიძის აზრით "ქართული ოცნება" ცდილობს, რაც შეიძლება მეტი იარაღი და ინსტრუმენტი ჰქონდეს ვითარების გასაკონტროლებლად. 

კობერიძე ასევე მიიჩნევს, რომ დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მმართველ გუნდისთვის, 2020 წლის არჩევნებისთვის ხელჩასაჭიდია

"მათი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. შესაბამისად დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს რაც შეიძლება მეტი იარაღი და ინსტრუმენტი ჰქონდეს თავის არსენალში, იმისთვის რომ ვაიდა დასჭირდეს, ვაიდა საჭირო იყოს რაღაც მომენტში, სადაც საჭირო იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ს ინსტრუმენტი იქნება მათ შეიარაღებაში წინასაარჩევნო ბრძოლის დროს. არ მოვუტყუებივართ? არ შევუშინებივართ? არ ყოფილა მსგავსი ტიპის ინსინუაციები?!", - განაცხადა დეპუტატმა. 

 


close დახურვა