logo
ENG



კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

27 იან 202007:48
3 წუთის საკითხავი
 

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი  კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა კალიფორნიაში, ქალაქ კალაბასასის მახლობლად მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ვერტმფრენში კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის  ქალიშვილიც იმყოფებოდა.  სულ ბორტზე 9 მგზავრი იყო. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა. 

ჯერჯერობით, უცნობია ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი. თვითმხილველთა ინფორმაციით, ვერტმფრენი დაბალ სიმაღლეზე  მიფრინავდა, მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. ბრაიანტმა NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი ხუთჯერ მოიპოვა.

 


close დახურვა