logo
ENG



კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა პირველი მატჩი გამართა

01 თებ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ პირველი მატჩი გამართა. სტეპლს ცენტრში თამაშის დაწყებამდე ლეგენდარული კალათბურთელის ხსოვნას პატივი მიაგეს. სიტყვით გამოვიდა გუნდის ფორვარდი და კობი ბრაიანტის მეგობარი ლებრონ ჯეიმსი. ემოციური მიმართვის დროს მოთამაშეები და მაყურებლები ცრემლებს ვერ იკავებდნენ.

დარბაზში ყველა სკამი კობი ბრაიანტის მაისურით იყო გაფორმებული, უშუალოდ იმ სკამებზე კი, რომლებზეც ის და მისი ქალიშვილი ბოლოს ისხდნენ, წითელი ვარდები ელაგა. კალათბურთელის ხსოვნას პატივი მიაგო კომპანია „მერსედესმაც“. შენობის სახურავზე ასობით ავტომობილით კობის სახელი დაწერეს. 


close დახურვა