logo
ENG



კობიაშვილი: არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ესაა დიდი ტრაგედია, რომელიც მხრებით უნდა ვატარო

17 დეკ 202112:57
3 წუთის საკითხავი
 

გუდაურში მომხდარ მკვლელობის საქმეზე გამართლებულმა მერაბ კობიაშვილმა სასამართლო სხდომა დატოვა. გამოსვლისას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ განზრახ მკვლელობა მას არ ჩაუდენია და "დიდი ტრაგედია მხრებით უნდა ატაროს". 

"ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი, იქედან გამომდინარე, რომ არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა. ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის. მეტს ვერაფერს ვიტყვი", - თქვა მერაბ კობიაშვილმა და მადლობა გადაუხადა ადვოკატებს. 

დღეს, 17 დეკემბრის სხდომაზე 2020 წელს გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი ერთხმად გაამართლეს. მათი გადაწყვეტილებით, კობიაშვილი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მიზნით და თავს იცავდა.

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი ადამიანი კი დაჭრეს. 

თავიდან კობიაშვილს ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

ასევე პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 ადამიანს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.


close დახურვა