logo
ENG



კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 9.1%

27 დეკ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/27/lqoitnsjercdgyb.jpg

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. 

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატებმა თქვეს, მათ 2021 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის საბაზისო პროექტში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,3%-იანი ზრდა იგეგმება.  

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გაწერილია 8,5%-იანი დეფიციტი, მაგრამ რეალური დეფიციტი იქნება 9,1%.  

ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ნიშნავს თანხას, როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაწეული ხარჯები აჭარბებს შემოსავალს . დეფიციტის შესავსებად სამი გზა არსებობს: ფულის ბეჭდვა, ანუ მიმოქცევაში მეტი კუპიურის ჩაშვება, რაც ფულის კიდევ უფრო გაუფასურებას იწვევს; საგარეო ვალის აღება, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 60%-ს გადააჭარბა; და გადასახადების გაზრდა ბიზნესისთვის, რომელიც დღეს საქართველოში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო მძიმე მდგომარეობაშია 

ბიუჯეტის განხილვა ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ხვალ, 28 დეკემბერს დაიწყება.  2021 წლის ბიუჯეტი 11,179,195.0 ლარია. 

X მოწვევის პარლამენტს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. მანამდე კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საპარლამენტო მუშაობაში მხოლოდ ერთი პარტია, ქართული ოცნება მონაწილეობს. მათ უკვე დაამტკიცეს მთავრობა, უახლოეს დღეებში კი  ბიუჯეტსაც დაამტკიცებენ. 


close დახურვა