logo
ENG



კოვზანაძე ბიუროკრატიულ ხარჯებზე:შემცირება თითქმის ყველა სამინისტროს შეეხო

09 ივნ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბიუროკრატიულ ხარჯებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაგალითად, პარლამენტში ხარჯები 4 მილიონითაა შემცირებული.

კოვზანაძის თქმით, ჯამში ხარჯები 600 მილიონით შემცირდა.

„შემცირებულია მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. შემცირება შეეხო თითქმის ყველა სამინისტროს. მათ შორის პარლამენტში, ოთხი მილიონით შევამცირეთ ხარჯები. ბევრი სამინისტროა შემცირებული. თუ კი სადმეა რესურსი, ამისთვის ბევრი დრო გვექნება. 600 მილიონი ოპტიმალური ვერსიაა, არ გამოვრიცხავ კიდევ იყოს“, - განაცხადა კოვზანაძემ.


close დახურვა