logo
ENG



კოვზი საგანგებოდ გაიწმინდება ყოველი ზიარების შემდეგ - მეუფე ანანია

19 მარ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოში ხვალ სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება. სხდომაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კორონავირუსის შესახებ იმსჯელებენ და გადაწყდება შეიცვლება თუ არა ღვთისმსახურების წესები.

სინოდის 46 წევრი ხვალ მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებებსაც განიხილავს. როგორც მანგლისის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ აღნიშნა, ის ზიარების წესის რადიკალურ ცვლილებას არ ემხრობა.

"ხვალ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მაქვს აზრი, რომ ზიარების კოვზი საგანგებოდ გაიწმინდება ყოველი ზიარების შემდეგ", - განაცხადა მეუფე ანანიამ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ვირუსის გამო, ყველა რელიგიური მსახურება და წესების შესრულება შეწყვიტა



close დახურვა