![fg3euylrdw4zuqq.jpg](/uploads_script3/news/fg3euylrdw4zuqq.jpg)
კოვიდ 19-ის მსხვერპლის რაოდენობამ ერთ დღეში რეკორდულად მოიმატა ესპანეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ვირუსის შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში 324 ადამიანი გარდაიცვალა. ბირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1326-ია.
იტალიამ მოსახლეობისთვის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გასაკონტროლებლად არმიის ქვედანაყოფები განალაგა. ქვეყანა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ერთ დღეში მსხვერპლი 627 ით გაიზარდა და ამ დროისთის გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 ათს 32-ს შეადგენს.
ახალი მსხვერპლის შესახებ ავრცელებს მონაცემებს საფრანგეთიც, სადაც კოვიდ 19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 450-ამდე გაიზარდა, აქედან 78 ერთ დღეში დაიღუპა. 20 პროცენტითაა გაზრდილი დაინფიცირების შემთხვევები გერმანიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში 2 ათას 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საგანგებო რეჟიმისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთიც. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურულია სკოლები, კაფე-ბარები და კინო-თეატრები.