logo
ENG



კოვიდინფიცირებულ ორსულს ნაყოფი დაეღუპა, მძიმე მდგომარეობის გამო მას საკეისროს ვერ უკეთებენ

12 აგვ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში, კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებულ ორსულს ნაყოფი დაეღუპა. ქალის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მას საკეისრო კვეთას ვერ უტარებენ და ვერც თბილისში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, სარისკოა როგორც ქირურგიული ჩარევა, ასევე პაციენტის ტრანსპორტირება.

30 კვირის კოვიდინფიცირებული ორსული ქუთაისში ბათუმიდან გადაიყვანეს.

ახლობლების თქმით, თავდაპირველად ქალს ვირუსი იოლ ფორმებში ჰქონდა და ბათუმის საავადმყოფოდან  ხელწერილის საფუძველზე სახლში გაწერეს, თუმცა შემდეგ მდგომარეობდა დამძიმდა და იმის გამო, რომ ბათუმის კლინიკებში ადგილი არ იყო, ქუთაისში გადაიყვანეს. 

12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

 

close დახურვა