logo
ENG



კოვიდინფიცირებულებისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა

12 აგვ 202111:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/12/uxlx9kpw4dj2ndi.jpg

კოვიდინფიცირებულებისთვის ახალი პორტალი er.moh.gov.ge ამოქმედდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ, შემდეგ 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

"ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.


close დახურვა