logo
ENG



კოვიდინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ნაყოფი დაეღუპა, სტაბილურია

13 აგვ 202111:09
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ნაყოფი დაეღუპა, სტაბილურია. ის მკურნალობას თბილისში, პინეოს კლინიკაში განაგრძობს. 

ექიმის განცხადებით, ორსულს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. 

"გუშინ გადმოიყვანა კატასტროფის ბრიგადამ. მისი მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიული ჩარევა არ საჭიროებს, ფიზიოლოგიურად იმართა და ყველაფერი ნორმალურად მიდის. თვითონ იმშობიარა", - ამბობს ექიმი ნინო მამუჩაიშვილი.

ორსული ქუთაისის კლინიკა ბომონდიდან თბილისში გუშინ გადმოიყვანეს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი მშობიარობა ვერ ხერხდებოდა. 

ახლობლების თქმით, თავდაპირველად ქალს ვირუსი იოლ ფორმებში ჰქონდა და ბათუმის საავადმყოფოდან  ხელწერილის საფუძველზე სახლში გაწერეს, თუმცა შემდეგ მდგომარეობდა დამძიმდა და იმის გამო, რომ ბათუმის კლინიკებში ადგილი არ იყო, ქუთაისში გადაიყვანეს. 


close დახურვა