logo
ENG



კოვიდსასტუმროს ეზოში პაციენტი გარდაიცვალა - თვითმხილველების თქმით, ის გაქცევას ცდილობდა

10 სექ 202112:06
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში პაციენტი გარდაიცვალა. 

თვითმხილველების თქმით, კაცს სასტუმროში მოთავსება არ სურდა და ეზოდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მოაბრუნეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ 49 წლის კაცს სასტუმროს ეზოში შეყვანისთანავე, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა.

"პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება", - ამბობენ სამინისტროში.


close დახურვა