კოკა-კოლა რუსეთში საქმიანობას აჩერებს.
„ჩვენი გულები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც უკრაინაში არაკეთილსინდისერი შეჭრის შედეგებს განიცდიან". - აცხადებს კომპანია.
რუსეთში ოპერირებას წყვეტს სტარბაქსი, გამაგრილებელ სასმელებს აღარ გაყიდის პეპსი. დაიხურა მაკდონალდსის და KCF-ის რესტორნები.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რასაც დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციები მოჰყვა. ქვეყნების ხელისუფლებების მიერ დაწესებული სანქციების გარდა, რუსეთს კერძო კომპანიები ტოვებენ.