კოკა კოლა განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია გათამაშებას ატარებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ facebook-ზე გავრცელებული ბმული თაღლითური სქემაა.
კომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ შსს-ს უკვე შეატყობინეს და გამოძიებაც დაწყებულია.
"აღნიშნული ვებ გვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
facebook-ზე კომპანია კოკა კოლას სახელით ვრცელდება ბმული, სადაც მომხმარებელს ვიქტორინაში მონაწილეობას და პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვენ.