logo
ENG



კოლომინა: ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, მაგრამ არსებობს სივრცე გაუმჯობესებისთვის

19 დეკ 202320:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/19/p5lgkh4hsskc75c.png

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მან ისაუბრა რეფორმების მხრივ საქართველოს პროგრესზე, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ კვლავ რჩება სივრცე მათი გაუმჯობესებისთვის. მან, განსაკუთრებით, გამოყო სასამართლო სისტემის, დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებები.

"ვიცით, რომ ქართველებმა მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმებში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისგან ვითხოვდით. ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობა, სასამართლო სისტემის რეფორმას, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას - ეს ასპექტები არის ნაწილი იმ ცხრა ნაბიჯის, რომელზეც ევროკავშირი საქართველოსგან უფრო მეტის გაკეთებას ელის.

მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთზე ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებსაც მხარს ვუჭერთ, მაგრამ გვჯერა, რომ არსებობს სივრცე გაუმჯობესებისთვის, კვლავ ვუბიძგებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ვიხილოთ ამ რეფორმების განხორციელება. ველით, რომ ევროკავშირიც ძალიან ყურადღებით დააკვირდება 9 ნაბიჯის იმპლემენტაციის მიმდინარეობას", - განაცხადა მან.

კოლომინამ ბრიფინგზე ისაუბრა არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ NATO-სთვის ეს ფუნდამენტური საკითხია. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანი, ასევე, კონკურენტული გზით - კოლომინამ აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის გზავნილია, რაც პრეზიდენტს, პრემიერსა და მინისტრებს გადასცა.


close დახურვა