logo
ENG



კოლომინას თქმით, რეაქციები რუსეთთან ფრენების აღდგენაზე NATO-სთვის შემაშფოთებელი იყო

24 მაი 202319:35
3 წუთის საკითხავი
clock 521
2023/05/24/bpjm3ug21za6kbk.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ რეაქციები რუსეთთან ფრენების აღდგენაზე NATO-სთვის შემაშფოთებელი იყო.

"ჩვენი პოზიცია გულისხმობს შეშფოთებას. ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რომელიც მოვისმინეთ პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და მთავრობის მხრიდან. ეს არის კრიტიკული მომენტი, რომ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება. ეს არის პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის და ეს ქმნის სივრცეს, რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის პოტენციურად თავის არიდებისთვის.

ჩვენ ვლაპარაკობდით თქვენს ხელისუფლებასთან იმ სამუშაოზე, რომელიც ხორციელდება, რომ არ მოხდეს სანქციების თავიდან არიდება. ძალიან კარგი სამუშაო ჩატარდა მრავალი ასპექტით, მაგრამ ეს გახლავთ ის რეაქცია, რასაც ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, ჩრდილს აყენებს იმას, რასაც ჰქვია რუსეთის პოტენციალს, რომ იპოვოს სივრცე აქ, რათა სანქციებს აარიდოს თავი. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს და მოვუწოდებ თქვენს ხელისუფლებას, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რომ თავიდან იქნას არიდებული აღნიშნული პერსპექტივა", - ამბობს კოლომინა [სინქრონული თარგმანი].

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.

20 მაისს, ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა - მოქალაქეებმა რუსეთთან ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.


close დახურვა