იმუნოლოგი ბიძინა კოლუმბეგოვის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რათა ტესტირებები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღეს საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც კოლუმბეგოვი აცხადებს, ტესტირების ჩასატარებლად განსაზღვრული იქნება ზუსტი კრიტერიუმი თუ ვის და როგორ უნდა ჩაუტარდეს ტესტირება.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში მოხდეს ტესტებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა, მაგრამ იქნება ზუსტი კრიტერიუმები, ვის და როგორ უნდა ჩაუტარდეს ტესტირება. ამის რესურსი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს, შეიძლება ამას აკეთებს ძალიან მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ტესტები იქმნება, მაგრამ ეს ტესტები იქმნება ძალიან სწორი და გათვლილი კრიტერიუმით, ექიმის დანიშნულებით მხოლოდ და არა ისე რომ ადამიანმა ეს ინდივიდუალურად გაიკეთოს“,-განაცხადა ბიძინა კოლუმბეგოვმა.
შეგახსენებთ ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 1 უკვე სრულად გამოჯანმრთელდა და გაწერილია ბინაზე.
ამ მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1925 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.