logo
ENG



კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი შვილი კოპას ფინალის შემდეგ დააკავეს

16 ივლ 202409:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/rwzyvvingfi3u48.jpg

აშშ-ის პოლიციამ კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი შვილი ჩხუბის გამო დააკავა, რომელიც მაიამიში კოპა ამერიკის თასის ფინალის შემდეგ დაიწყო. ფინალში არგენტინამ კოლუმბია 1:0 დაამარცხა.

წინასწარი მონაცემებით, რამონ ხესურუმი, მისი შვილი და ოჯახის სხვა წევრები მოედანზე გასვლას ცდილობდნენ, რათა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიეღოთ. 71 წლის რამონ ხესურუნი და 43 წლის რამონ ჰამილი ოფიციალური ორგანოების თანამშრომელზე თავდასხმისთვის დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ფედერაციის პრეზიდენტი და მისი შვილი მოედნის შესასვლელისკენ დაიძრნენ, თუმცა "გაღიზიანდნენ" და დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს უყვიროდნენ, რომელმაც ხელმძღვანელობისგან მიიღო მითითება, დროებით ხალხი არ გაეტარებინა. როგორც პოლიციაში ამბობენ, დაცვის თანამშრომელმა "რამონის შვილს მკერდზე გაშლილი ხელი მიადო", რათა უკან დახევისთვის მიეთითებინა. ამის შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელმა თანამშრომელს ხელი ჰკრა, მისმა შვილი კი კისერში სწვდა, ძირს დააგდო და თავის არეში დარტყმა დაიწყო.

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

კოპა ამერიკის ფინალის, თბილისის დროით, 15 ივლისს გამთენიისას გაიმართა. მატჩის დაწყება თითქმის საათ-ნახევრით გადაიდო, რადგანაც ათასობით უბილეთო მოქალაქე სტადიონზე მოხვედრას ცდილობდა და დაცვას თავს დაესხა. პოლიციამ 2 ათასზე მეტი მოქალაქე დააკავა და 50 ადამიანი ტერიტორიიდან გააძევა. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ მნიშვნელოვან საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობს. Hard Rock Stadium ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჩემპიონატის ფინალისთვის დაცვა გააძლიერეს და გააორმაგეს.


close დახურვა