კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 224-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
მანამდე ორგანიზაცია Asocapitales-ის ინფორმაციით, სტიქიას 169 ადამიანი ემსხვერპლა. ორგანიზაციის ბოლო განახლების თანახმად, მიწისძვრის შედეგად 668 ადამიანი დაშავდა, ხოლო 165 შენობა ჩამოინგრა.
ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.
კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრა 10 აგვისტოს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ბოგოტაში, ასევე მეზობელ ვენესუელაში იგრძნობოდა.
