logo
ENG



კომენდანტის საათი და საკარანტინო შეზღუდვები - იურისტები მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებენ

31 მარ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობამ კომენდანტის საათი და საკარანტინო შეზღუდვები ისე შემოიღო, რომ სამართლებრივ ასპექტებზე არ უფიქრია - იურისტების შეფასებით, მთავრობის შესაბამის დადგენილებას გამორჩა საზოგადოებრივი ჯგუფები და მათი უფლებრივი მდგომარეობა, -  დოკუმენტში არ ჩანს რა უნდა ქნან მათ, ვისაც გადაადგილება სპეც-რეჟიმით არ ეკრძალება.

სამართალმცოდნეების თქმით, ბუნდოვანია დაკისრებული სანქციების აღსრულების მექანიზმი. სპეციალისტების თქმით, მთავრობას მოსახლეობის სათანადო ინფორმირებაც დაავიწყდა, რის გამოც დღეს მოქალაქეებმა დაკეტილ მეტროსადგურებს მიაკითხეს. 

21 მარტს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. 23 მარტს  ჩაიკეტა მარნეული და ბოლნისი, და მუნიცილიპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა. 30 მარტს კი  სავალდებულო კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამოქმედდა.  დღეიდან სასურსათო მაღაზიები მხოლოდ 21 საათამდე მუშაობს და სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილება მხოლოდ საღამოს 9 საათამდეა ნებადართული. 


close დახურვა