logo
ENG



კომერსანტი: ანკარაში რუსეთისა და ამერიკის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

14 ნოე 202215:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/14/qsg5xy9017905fv.jpg

რუსული გამოცემა კომერსანტის ცნობით, ანკარაში რუსეთისა და ამერიკის წარმომადგენლებს შორის მოლარაპარაკებები მიმდინარეობს.

კომერსანტის ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთის მხრიდან საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი ჩაფრინდა. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ანკარაში მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ბოლოს რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები ერთმანეთს 10 იანვარს, ჟენევაში, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების დროს შეხვდნენ.

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ რუსეთი არ იღებს წინაპირობებს უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ამასთან, გრუშკო აღნიშნავს, რომ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა რუსეთისთვის მიუღებელია.


close დახურვა