logo
ENG



კომისიას გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა სურს- სალაძე მარეგულირებლის ინიციატივაზე

07 ივლ 202013:52
3 წუთის საკითხავი
 

სულხან სალაძე აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისია ცდილობს, გამოხატვის თავისუფლებაში ჩაერიოს.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე განმარტავს, სპეციალური მმართველის ნაწილში არაა გამიჯნული სუბიექტები, ამიტომ, შესაძლებელია, ეს მედიასაც შეეხოს.

„არის ბუნდოვანი ჩანაწერები, რომელიც შეფასების კატეგორია იქნება. სპეციალური მმართველის დანიშვნა არ მიჯნავს მედიის ნაწილს და სხვა სუბიექტებს. კომისიას სურს, რომ ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში. ვიცით, რომ თუ მოთხოვნილია გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება, ამ ცვლილებების შემდეგ ასე აღარ იქნება", - აცხადებს სულხან სალაძე.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.


close დახურვა