logo
ENG



კომიტეტების სხდომაზე კულტურის, ჯანდაცვის, განათლების მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

05 თებ 202423:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/05/7izghfw6vw0tdep.png

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კულტურის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.

დღეს დღის მეორე ნახევარში თეა წულუკიანის, ზურაბ აზარაშვილის და გიორგი ამილახვრის მოსმენა მიმდინარეობდა. პროცედურა ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.

მანამდე, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს.

კობახიძე პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინეს. ის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარუდგინა. 

ირაკლი კობახიძემ პირველ თებერვალს თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება, კერძოდ, ჯუანჯერ ბურჭულაძე თავდაცვის  მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ. 

8 თებერვალს პლენარულ სხდომაზე კობახიძის მთავრობას კენჭს უყრიან.

 


close დახურვა