logo
ENG



კომიტეტი კლანის ფილიალი გახდა - ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

12 დეკ 201917:43
3 წუთის საკითხავი
 
cy14gwinti0urrh.jpeg

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს. 

მისი განმარტებით, ის, კომიტეტში დარჩენის აზრს ვერ ხედავს, რადგან "კომიტეტი კლანის ფილიალი გახდა".

„კლანმა გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი გავლენების მოპოვება. რადგან იურიდიული კომიტეტი გახდა, ოფიციალურად კლანის ფილიალი, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო და მე კომიტეტში არ დავრჩები. მინდოდა ბოლომდე გამომიყენებია შანსი და 5-ზე მეტი კანდიდატი ჩამოშორებოდა პროცესს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს, უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა.

 


close დახურვა