logo
ENG



კომპანია სამი ძმა: 2 დასახელების ბუშტის რეალიზაცია შეწყდა, კვლევებმა უარყო მათი უვნებლობა

10 იან 202417:06
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია სამი ძმა აცხადებს, რომ მათი ორი პროდუქციის რეალიზაცია შეწყდა, რადგან ორი დასახელების ბუშტებმა უვნებლობაზე ლაბორატორიული კვლევები ვერ გაიარა.

"ძვირფასო მომხმარებელო: კომპანია სამი ძმა ვალდებულებას იღებს გაცნობოთ, რომ ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დასახელების ბუშტები შეიძინეს, 60 დღის ვადაში მათ ნებისმიერ ფილიალში დააბრუნონ.


close დახურვა