logo
ENG



სტანო: კანონის ძალაში შესვლა უკან დახევაა EU-დან, ეს არის ფაქტი და არა - მოსაზრება

18 ივნ 202400:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/18/cpqsxul23jcsutg.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი პიტერ სტანო ეხმაურება პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას იმაზე, რომ "რუსული კანონის მიღების შემდეგ "მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა".

ფორმულამ სტანოს ჰკითხა, ასახავს თუ არა პრემიერმინისტრის ეს განცხადება რეალობას და აპირებს თუ არა კომისია, შეაფასოს დოკუმენტის სახით რუსული კანონის გავლენა ევროინტეგრაციაზე, რაზეც მან განაცხადა, რომ "კანონის მიღება და შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის მხრიდან იქნება შემდგომი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში".

სტანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის მიღება არის უკან დახევა EU-ის გზაზე, რაც მისივე განცხადებით, არის "ფაქტი და არა - მოსაზრება".

"ევროკავშირი იყო ძალიან მკაფიო, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

კანონის ძალაში შესვლა იწვევს ევროკომისიის მიერ დასახული - ევროკავშირის ლიდერების მიერ კანდიდატის სტატუსისთვის დამტკიცებული ცხრა რეკომენდაციიდან სულ მცირე 3-ის უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება.

კანონის მიღება და შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის მხრიდან იქნება შემდგომი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში. რეგულარული ყოველთვიური საგარეო საქმეთა მინისტრების [საბჭოზე] შემდეგ ორშაბათს, ლუქსემბურგში"- აცხადებს სტანო.


close დახურვა