კომუნალური გადასახადების ტვირთის შემსუბუქება მოსახლეობისთვის, მთავრობის სარეზერვო ფონდის რესურსის გამოყენება, მცირე და საშუალო ბიზნესის გათავისუფლება დეღეგესგან, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ინიციატივების, რომლითაც ხელისუფლებას პოლიტიკური ოპოზიცია მიმართავს და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რისკებისგან დააზღვევს.
საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველმა გუნდმა ანტიკრიზისული ბიუჯეტითვის თანხა წარმომადგენლობითი ხარჯებიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოყოს.
ოპოზიციის ანტიკრიზისული გეგმების გათვალისწინებას ქართული ოცნება არ აპირებს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის მართვისა და ეკონომიკის პოსტ-კრიზისული სტიმულირებისთვის საკუთარი ხედვა აქვთ, რომელზეც ამ დრომდე მუშაობენ. საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ. რომ მინიმალური ზიანისთვის ყველა ზომას მიმართავენ თუმცა ამ დრომდე არ იციან საიდან უნდა გამოიყოს თანხა მოქალაქეების დასახმარებლად.
უცნობია როდის წარადგენს ხელისუფლება გეგმას რომლის მიხედვითაც მოქალაქეები საკუთარ ეკონომიურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებენ.