კომუნიკაციების კომისიამ წარმოებაში მიიღო ქართული ოცნების სარჩელი კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ. სხდომა 23 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.
ქართული ოცნება სამ ტელევიზიას, ფორმულას, მთავარ არხს და ტვ პირველს მოძრაობა შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.
საქმე 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ვიდეოს განთავსებას ეხება.
ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ 2022 წლის 23-25 ივნისს კრიტიკული ტელევიზიების ეთერში გავრცელდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო.