logo
ENG



კონგოში ავიაკატასტროფას 24 ადამიანი ემსხვერპლა

24 ნოე 201920:37
3 წუთის საკითხავი
 
vifi7tw57n8qu1i.jpg

ავიაკატასტროფა კონგოში. სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ გომაში, საცხოვრებელი სახლების თავზე ჩამოვარდა, შემდეგ კი ცეცხლი მოედო და აფეთქდა. ნანგრევებიდან მაშველებმა 24 ცხედარი იპოვეს, თუმცა შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

თვითმფრინავი ადგილობრივ კომპანიას - "ბიზი ბის" ეკუთვნოდა , ბორტზე კი ავიაკატასტროფისას 16 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იყო. ავარიის მიზეზი უცნობია. კონგოში დარეგისტრირებულ ავიაკომპანიებს უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობის გამო ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობა აკრძალული აქვთ. 


close დახურვა