CNN-ის ინფორმაციით, კონგოს სამხედრო სასამართლომ 37 მოქალაქე, რომელთა სამიზნე პრეზიდენტის სასახლე იყო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.
ბრალდებულებს, რომელთა შორის არიან ამერიკელი, ბრიტანელი, ბელგიელი, კანადელი და რამდენიმე კონგოელი, შეუძლიათ განაჩენი გაასაჩივრონ ტერორიზმის, მკვლელობისა და კრიმინალური შეთქმულების ბრალდებაზე.
გამოცემის ცნობით, მაისში, 6 ადამიანი გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის დროს დაიღუპა, რომელსაც ოპოზიციონერი კრისტიან მალანგა ხელმძღვანელობდა.
კონგოს არმიის განცხადებით, მალანგა დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო დახვრიტეს. დახვრეტილი ოპოზიციონერის 21 წლის ვაჟი მარსელ მალანგა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, გაამართლეს.
წლის დასაწყისში, კონგომ სიკვდილით დასჯა აღადგინა, რადგან ხელისუფლება ქვეყანაში ძალადობის შესაჩერებლად იბრძვის.