logo
ENG



კონგრესმენები: ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს

11 ივნ 202001:57
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

„ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - წერია კონგრესმენების ანგარიშში. 

დოკუმენტში ასევე წერია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, სადაც ჩამოთვლილი იქნებიან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას, მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით.  

დოკუმენტს, რომელშიც საქართველო არაერთხელაა ნახსენები, 13 კონგრესმენი აწერს ხელს.

ანგარიშს აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი გამოეხმაურა. „ტვიტერის“ გვერდზე ევროპარლამენტარმა დაწერა, რომ რუსეთის აგრესია და პუტინის ურთიერთობები მათ შორის საქართველოშიც უნდა შეწყდეს.

 


close დახურვა