logo
ENG



კონგრესმენი ვისი: MEGOBARI Act ხაზს უსვამს, რომ კონგრესი დემოკრატიის დასაცავად იმოქმედებს

04 ივნ 202418:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/04/7kgb8iqj0d2vqkv.jpg

კონგრესმენი მარკ ვისი ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესში ინიცირებული MEGOBARI Act ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად.

კონგრესმენის განცხადებას ჰელსინკის კომისია X-ზე აქვეყნებს. 

"შეერთებულმა შტატებმა და ქართველმა ხალხმა ბოლო სამი დეკადის განმავლობაში ძლიერი მეგობრობა ააშენეს. ჩვენ ერთად ვგლოვობდით, ერთად ვზეიმობდით მიღწევებს და გვერდიგვერდ ვიბრძოდით.

MEGOBARI Act ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, რათა ხაზი გაუსვას უკეთეს გზას წინსვლისთვის", - აცხადებს კონგრესმენი. 

აშშ-ის კონგრესში დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა გაიმართება. 

MEGOBARI Act - ჯო უილსონის თქმით, კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად არის შექმნილი და მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.

რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-ში - ძირითადი პუნქტები


close დახურვა