logo
ENG



კონგრესში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

19 ნოე 201911:59
3 წუთის საკითხავი
 
3gprydmn9n97ply.jpg

კონგრესში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო. წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაადგინოს, მოატყუა თუ არა პრეზიდენტმა რობერტ მალერის გამოძიება. სპეციალური პროკურორი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს 2 წლის განმავლობაში იძიებდა. ამ საკითხზე დონალდ ტრამპი არ დაუკითხავთ, თუმცა პროკურორის გუნდის შეკითხვებს მან წერილობით უპასუხა. ახალი გამოძიების ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა მალერის ანგარიშის ეს ნაწილი სრულად გამოითხოვა. 


close დახურვა