logo
ENG



კონგრესში რუსეთ-ბელარუსისთვის ვაჭრობაში უპირატესი სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირეს

18 მარ 202216:57
3 წუთის საკითხავი
 
კონგრესში რუსეთ-ბელარუსისთვის ვაჭრობაში უპირატესი სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელარუსისთვის ვაჭრობაში უპირატესი სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. ამ ნაბიჯის შემდეგ შესაძლოა ქვეყნებს იმპორტზე მაღალი გადასახადებიც დაუწესდეთ.

წარმომადგენელთა პალატაში გადაწყვეტილებას მხარი 432-დან 424-მა კონგრესმენმა დაუჭირა. ეს აშშ-ის კონგრესის მორიგი პასუხია უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვზე ეკონომიკური წნეხის დაწესების მიზნით.

იმისთვის, რომ ეს ზომა კანონად იქცეს საჭიროა სენატის მხარდაჭერაც. სენატის დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი კი აცხადებს, რომ სავარაუდოდ სენატი ამ კანონს დაბრკოლებების გარეშე მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის სტატუსის გაუქმებაზე მუშაობენ. ამის შემდეგ რუსეთს ავტომატურად გაეზრდება იმპორტზე ტარიფი.

თუმცა ეკონომისტი, ჩედ ბაუნი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან რუსეთის ენერგოპროდუქტების იმპორტზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ ტარიფის გავლენა სავარაუდოდ უფრო მეტად სიმბოლური იქნება, რადგან აშშ-ს რუსეთიდან ბევრი პროდუქტი არ შემოაქვს.

11 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს რუსეთს გაუუქმოს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი.

"ყველაზე უპირატესი ქვეყნის" სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით ვაჭრობაზე - დაბალი ტარიფებით, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერითა და მაქსიმალურად დაშვებული იმპორტი", - განმარტა ბაიდენმა.


close დახურვა