![2uxvdw1pkcq83jx.jpg](/uploads_script3/news/2uxvdw1pkcq83jx.jpg)
უამინდობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კონექტიკუტის შტატში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე დასახლება დაიტბორა. გადაკეტილია გზები. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი სისტემა, რის შედეგადაც ელექტროენერგია ამ დროისთვის 12 ათას ოჯახს არ მიეწოდება.
დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი. სამაშველო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან მიახლოვებისგან.