logo
ENG



კონკურენციის სააგენტომ ვისოლი, ლუკოილი, სოკარი, გალფი და რომპეტროლი დააჯარიმა

18 აგვ 202312:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/18/oxu8jkc4oj2xfs6.jpg

კონკურენციის სააგენტომ კომპანიები ვისოლი, ლუკოილი, სოკარი, გალფი და რომპეტროლი დააჯარიმა. სააგენტო 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების საკითხს იკვლევდა.

მათი ცნობით, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიებმა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლი დაარღვიეს, რაც გულისხმობს ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი ხელშეკრულების დადებას, ისეთი გადაწყვეტილების მიღებას ან ისეთ შეთანხმებულ ქმედებას, რომლის მიზანი ან შედეგია ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს ჯამში 4 მილიონ ლარამდე სანქცია დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეკომენდაციები გაიცა.

სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ.

კონკურენციის სააგენტოს მტკიცებით, დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა, მათივე თქმით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებენ.


close დახურვა