logo
ENG



კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო

10 თებ 202411:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/10/kdpsbr4ud8ssc3x.jpg

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქმე ეხება გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების რეალიზაციას იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.

"კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. სააგენტო დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი, კომპანიების მხრიდან არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა", - წერს უწყება.

გარდა ამისა, სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთ საქმის მოკლევა დეკემბრის ბოლოს დაასრულა და სამართადამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები 52 797 934 ლარით დააჯარიმა.

"მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას. კერძოდ, პსპ ფარმამ, ავერსმა, ფარმადეპომ, ჯიპისიმ და მერმისმა ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

close დახურვა