logo
ENG



კონსერვატორიის რექტორი: ხარვეზი სისტემაშია, ის 30-იანების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება

21 სექ 202309:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/fkbqkdqceyinkfs.jpg

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს, რომელშიც მინისტრი ამჯერად კონსერვატორიაში "რეფორმით" იმუქრება და აღნიშნავს, რომ "ხელმძღვანელობაში ხარვეზია".

შარიქაძე Facebook-პოსტში წერს, რომ ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება".

"აკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულობა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება. განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს…

ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით. ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია. სულ მაინტერესებდა რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?", - წერს კონსერვატორიის რექტორი.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.

 


close დახურვა