სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობის გაგრძელება გლდანის ციხეში სახიფათოა. ეს ომბუდსმენის შექმნილი კონსილიუმის დასკვნაა. მედიკოსების ჯგუფი თანმხდება რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი ინტენსიურ თერაპიაში უნდა გაგრძელდეს. ექიმების შეფასებით სააკაშვილს აღენიშნება "ვერნიკეს ენცეფალოპათია", რაც გლდანის დაწესებულების ექიმებს აქამდე არ გამოუვლენიათ. მსჯავრდებულ პრეზიდენტს აღენიშნება კალიუმის ნაკლებობა, კუნთების განლევა, შენელებული მოძრაობა და შიშილობის გაგრძელების შემთხვევაში ერთ კვირაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გასცდება.
კონსილიუმის დასკვნა - როგორია შეფასებები
18 ნოე 202111:31
3 წუთის საკითხავი