logo
ENG



კონსილიუმის ექიმი სააკაშვილზე: ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში

25 ნოე 202119:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/25/86988cnexgnz2f6.png

სახელმწიფო კონსილიუმის წევრის ელენე გიორგაძი განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ექიმმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე ნორმაში მოდის.  

"დინამიკა ისევ გვაქვს დადებითი. ძალიან კარგი ამბავია, რომ საერთო ცილა არის უკვე 61 და ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია. ალბუმინი არის 35, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში. რა თქმა უნდა, ყოველდღე ჩვენს გარდა იქ უტარდება იმის მიხედვით რაც გვჭირდება, დამატებით ვიძახებთ ექიმებს. დღეს გასინჯული იყო ოფთალმოლოგის, თვალის ექიმის მიერ. მკურნალობა არ ესაჭიროება", - თქვა ელენე გიორგაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.

ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა


close დახურვა