კატეგორიულად მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი სათანადო მკურნალობისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ, ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, მდგომარეობა რომ კრიტიკულია, მოწმობს ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელებამ კი შესაძლოა, უმძიმესი შედეგი გამოიწვიოს.
სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მესამე პრეზიდენტს სჭირდება ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია აქვს ცილოვანი შიმშილი, ანორექსია, მკვეთრად იკლებს წონაში, მისი გამოჯანმრთელება კი არსებულ დაწესებულებაში შეუძლებელია. საჭიროა გარემოს შეცვლა. დასკვნას თავად ომბუდსმენი შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ იანვრის შემდეგ კონსილიუმის ძირითადი რეკომენდაციები არ შესრულდა, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.