logo
ENG



კონსილიუმის წევრი: სააკაშვილს სჭირდება როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება

12 დეკ 202118:24
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება როგორც მედიკამენტოზური, ისე ფსიქოთერაპიულ დახმარებას, რეაბილიტაციის გასავლელად. 

როგორც მან გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტული მედიკამენტების დოზირებაში დარღვევა არ აღმოუჩენია.  

"მედიკამენტების დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის, თერაპიულის შესაბამისია. გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და სჭირდება დახმარება, როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიული", - ამბობს ფსიქიატრი. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული კონსილიუმი დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. 

ცენტრ ემპათიას დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათში ფსიქოტროპული პრეპარატი ფიგურირებს. 

ჯიშკარიანისთვის გაუგებარია, რატომ ფიგურირებს ასეთი პრეპარატი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ბარათში, რადგან მას ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში "ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება"

სამთავრობო კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტკოვიდური გართულებების გამო მისი ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებდა და მისთვის წამლების დოზის გადამეტებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს. 


close დახურვა