logo
ENG



კონსილიუმის წევრი სააკაშვილზე: გუშინ შეძლო, რომ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გაევლო

24 ნოე 202115:12
3 წუთის საკითხავი
 

სამთავრობო კონსილიუმის წევრის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმჯობესდება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა დამოუკიდებლად გავლა შეძლო.

ექიმის თქმით, სააკაშვილს გამოკვლევებს ყოველდღე უტარებენ. 

"ყველაფერი მიდის გეგმიურად და ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენაა. რამდენი დრო დასჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომ მოვდივართ, რომ პირველ რიგში, ანალიზებს მახვედრებენ, მერე ვაფასებთ მის მდგომარეობას და ისე ვგეგმავთ საღამოს და მერე დილას. კარგად იცით, რომ არ მოძრაობდა. პირველი მცდელობა გვქონდა დილით, რომ გაევლო დერეფანში, მაშინ ცოტა გაუჭირდა, მაგრამ როგორც მორიგე ექიმმა მითხრა და თვითონ პაციენტმაც, გუშინ საღამოს უკვე შეძლო, რომ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში", - თქვა ელენე გიორგაძემ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.

ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა


close დახურვა