logo
ENG



კონსტიტუციონალისტი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გარკვეულ პროცედურას მოიცავს

21 მარ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის მიმართა. "ფორმულასთან" კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საუბრობს იმ პროცედურებზე, რასაც ეს გულისხმობს. მისივე თქმით, დოკუმენტმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. 

"პირველ რიგში პრემიერი მიმართავს პრეზიდენტს, შემდეგ პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებას და უკან უბრუნებს პრემიერს, რომელიც საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას. ამის შემდეგ პრეზიდენტის ბრძანება დაყოვნებლივ შედის ძალაში", - აღნიშნავს მენაბდე. 

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ავტომატურად უფლებების შეზღუდვას არ გულისხმობს. 

"საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იმთავითვე არ გულისხმობს უფლებების შეზღუდვას. ამისთვის ცალკეა საჭირო პრეზიდენტის დეკრეტები და ეს ცალკე საკითხია", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ. 


close დახურვა